სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი ,,სტუდენტური კვლევები და პროექტები”

სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი, რომელიც გამოდის კვარტალში ერთხელ და მოიცავს სტუდენტებისა და პროფესორების კვლევით ნაშრომებს.

ცხოვრება უნივერსიტეტით-წარსული, აწმყო, მომავალი.

წარმოგიდგენთ, ბატონი გიორგი შიხაშვილის, მიერ გამოცემულ წიგნს, “ცხოვრება უნივერსიტეტით-წარსული, აწმყო, მომავალი”, რომელშიც გადმოცემულია ერთი რიგითი ადამიანის, მოქალაქის, მეცნიერის, პედაგოგისა და სპეციალისტის საქმიანობა და მიღწევები.

ვიზიტი ისრაელის საელჩოში

დღეს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურმა საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო სკოლის ორგანიზატორებს, თსუ-ს სტუდენტური კვლევების და პროექტების ცენტრი ,,იდეა“-ს დირექტორ გიორგი შიხაშვილს, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თეიმურაზ ბერიძეს და ისრაელის ფირმა ,,ნეტაფიმ-საქართველოს’’ დირექტორს არონ გაგულაშვილს, საელჩოში უმასპინძლა.

სტუდენტური ცენტრი „იდეას“ შეხვედრა ფაკულტეტის დეკანთან

5 სექტემბერს სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეას“ სამუშაო ჯგუფს, ხელმძღვანელ ბატონ გიორგი შიხაშვილთან ერთად შეხვედრა ჰქონდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ თეიმურაზ ბერიძესთან. ბატონმა თეიმურაზმა დიდი კმაყოფილება გამოხატა ცენტრი „იდეას“ ორგანიზებით ჩატარებულ I საერთაშორისო სტუდენტურ საზაფხულო სამეცნიერო-პრაქტიკულ სკოლასთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართა მიმდინარე წლის 2-9 აგვისტოს გონიოში  და […]