Student Center “Idea” is visited on European days of Jewish culture

5 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ებრაული კულტურის ევროპული დღეების“ ფარგლებში გაიმართა გამოფენა, რომელიც მოიცავდა როგორც შესაბამისი სიტყვებით გამოსვლებს, ასევე დოკუმენტური ფილმების ჩვენებას.
გამოფენაზე მიწვეულები იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  თეიმურაზ ბერიძე და სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“, მის ხელმძღვანელ ბატონ გიორგი შიხაშვილთან ერთად.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პარალამენტის თავჯდომარის  მოადგილე ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს კულტურის მინისტრი ბატონი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ისრაელის ქნესეტის (პარლამენტის) დეპუტატი ჰილიკ ბარი, „ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის“ დირექტორი ვიქტორ სორენსენი, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თავმჯდომარე იციკ მოშე, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი შაბთაი ცური.

 გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობებისა და მეგობრობის არსებობას, ამ ტრადიციის გაგრძელების უდიდეს მნიშვნელობას, ქართველი და ებრაელი ხალხის თანადგომისა  და მომავალი ურთიერთობების გაღრმავებას. დოკუმენტურ ფილმებში ნათლად იყო წარმოჩენილი ის დიდი გზა, რომელიც ებრაელმა ხალხმა გამოიარა დასაწყისიდან დღემდე, მათ შორის საქართველოსა და ქართველი ხალხის დიდი დახმარებით.
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ასეთი რანგის ღონისძიებაში მონაწილებდნენ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები. ამასთან, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა შაბთაი ცურმა განაცხადა, რომ ისრაელის საელჩო მომავალშიც განაგრძობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთობების გაღრმავებას და სტუდენტების, მათ შორის,  სტუდენტური ცენტრი „იდეას“ყოველმხრივ მხარდაჭერას.

21272569_1302059259903784_5580263807229151459_n21369638_1302058286570548_1990678954211911364_n21369638_1302058286570548_1990678954211911364_n (1)21272439_1302058953237148_3335594312786649876_n21370846_1302058879903822_3677197109428965561_n21314385_1302058959903814_8489068316649213490_n21314566_1302059069903803_2244368330211517667_n21272439_1302058953237148_3335594312786649876_n