ვიზიტი ისრაელის საელჩოში

დღეს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურმა საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო სკოლის ორგანიზატორებს, თსუ-ს სტუდენტური კვლევების და პროექტების ცენტრი ,,იდეა“-ს დირექტორ გიორგი შიხაშვილს, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თეიმურაზ ბერიძეს და ისრაელის ფირმა ,,ნეტაფიმ-საქართველოს’’ დირექტორს არონ გაგულაშვილს, საელჩოში უმასპინძლა.

სტუდენტური ცენტრი „იდეას“ შეხვედრა ფაკულტეტის დეკანთან

5 სექტემბერს სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეას“ სამუშაო ჯგუფს, ხელმძღვანელ ბატონ გიორგი შიხაშვილთან ერთად შეხვედრა ჰქონდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ თეიმურაზ ბერიძესთან. ბატონმა თეიმურაზმა დიდი კმაყოფილება გამოხატა ცენტრი „იდეას“ ორგანიზებით ჩატარებულ I საერთაშორისო სტუდენტურ საზაფხულო სამეცნიერო-პრაქტიკულ სკოლასთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართა მიმდინარე წლის 2-9 აგვისტოს გონიოში  და […]

სტუდენტური ცენტრი „იდეას“ სტუმრობა ებრაული კულტურის ევროპულ დღეებზე

5 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ებრაული კულტურის ევროპული დღეების“ ფარგლებში გაიმართა გამოფენა, რომელიც მოიცავდა როგორც შესაბამისი სიტყვებით გამოსვლებს, ასევე დოკუმენტური ფილმების ჩვენებას. გამოფენაზე მიწვეულები იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  თეიმურაზ ბერიძე და სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“, მის ხელმძღვანელ ბატონ გიორგი შიხაშვილთან ერთად. ღონისძიებაზე სიტყვით […]

ხორციელდება სტუდენტური სამეცნიერო პროექტი

თსუ სტუდენტური სამეცნიერო პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს 2017 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით დაფინანსდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო პროექტი.

III საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, საქართველო-ისრაელის ურთიერთობები “ტრადიციული და ახალი ტექნოლოგიების ორგანიზაცია და მართვა”

შრომების კრებულში შესულია მოხსენებები, რომლებიც წარმოდგენილ იქნა III საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე: “საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: ტრადიციული და ახალი ტექნოლოგიების ორგანიზაცია და მართვა”, 2016 წლის 17-18 მაისს, თბილისში.

II საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, საქართველო-ისრაელის ურთიერთობები “აგრობიზნესის ორგანიზაცია და მართვა”

შრომების კრებულში შესულია მოხსენებები, რომლებიც წარმოდგენილ იქნა II საერტაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე: “საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: აგრობიზნესის ორგანიზაცია და მართვა”, 2015 წლის 20-21 სექტემბერს, სიღნაღში.

საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: “მწვანე ეკონომიკის მართვა”

შრომის კრებულში შესულია მოხსენებები, რომლებიც წარმოდგენილ იქნა საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე: “საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: მწვანე ეკონომიკის მართვა”, 2014 წლის 14-17 ივლისს, მესტიაში.

ცენტრ “იდეა”-ს საქმიანობა თსუ-ს პიარ ჟურნალში

თსუ ეკონომიკსა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი “იდეა” თსუ PR სამსახურის გაზეთში – # (4)71, გვ.4)