ტრენინგი თემაზე “ლიდერობა და გუნდის მართვა”

მიმდინარე წლის 15 დეკემბერს სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს ოფისში (აუდ#1008) გაიმართა ტრენინგი თემაზე „ლიდერობა და გუნდის მართვა“. ტრენერი გახლდათ ცენტრი „იდეა“-ს  ერთ-ერთი წევრი ნია თოდუა, რომელმაც მსმენელებს გაუზიარა თავისი გამოცდილება და გარკვეული რჩევები მისცა დამსწრეებს, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ლიდერი და რა თვისებები უნდა ახასიათებდეს მას.

 

ტრენინგს ესწრებოდნენ ცენტრი „იდეას“ წევრები: გიორგი შიხაშვილი (ცენტრის დირექტორი), გვანცა კურატიშვილი, მარიამ მჭედლიშვილი, თემო ჩუბინიძე, ტონი ძნელაძე, შოთა გაბადაძე, სალომე სალია, მთვარისა ქვრივიშვილი, გუგა ჯანვერდაშვილი და მირიან თედიაშვილი.

ტრენინგის დროს ნია თოდუამ წარმოთქვა ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ფრაზა: „ლიდერებად არ იბადებიან, ლიდერებად ყალიბდებიან“, რასაც ბევრი დაეთანხმება, რადგან ყველას შეუძია გახდეს ლიდერი, თუ ჩამოაყალიბებს თავის თავში იმ თვისებებს, რომლებიც ტრენინგზე წარმოითქვა. თუმცა, დისკუსიის დროს ტრენინგის მსმენელების მიერ გამოითქვა მოსაზრებები, რომ რიგ შემთხვევებში ლიდერული თვისებები ადამიანს შინაგანი ტალანტით უნდა ჰქონდეს მონიჭებული.

ტრენინგის განმავლობაში ასევე დაისვა შეკითხვები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მთვარისა ქვრივიშვილმა იკითხა მენეჯერსა და ლიდერს შორის განსხვავებაზე, რაზეც ნია თოდუამ უპასუხა, რომ ლიდერობა ნიშნავს კარგ მენეჯერს, მაგრამ კარგი მენეჯერი არ ნიშნავს ლიდერს.

კითხვა-პასუხის რეჟიმის შემდეგ გაიმართა დისკუსია ქალი მმართველების შესახებ. დასასრულს, ცენტრის წევრებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ტრენინგის შესახებ. სათანადოდ, მაღალ დონეზე შეფასდა ტრენინგის შინაარსი და ნია თოდუას ტრენერული უნარი და თვისებები.

მთლიანობაში, ტრენინგი საინტერესო, საქმიან და შემოქმედებით გარემოში ჩატარდა. ტრენინგის მონაწილეები დაჯილდოვდებიან შესაბამისი სერტიფიკატებით.

29 დეკემბერს დაგეგმილია ტრენინგის ჩატარება თემაზე: „დროის მართვა“.

სალომე სალია,

გვანცა კურატიშვილი,

სტუდენტური კვლევებისა და პროექტების

ცენტრ “იდეა”-ს მენეჯერები.
15645433_1444073552299273_1295667279_n
15666366_1444073565632605_1459528341_n
15666201_1444073555632606_1460893450_n