ვიზიტი ისრაელის საელჩოში

დღეს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურმა საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო სკოლის ორგანიზატორებს, თსუ-ს სტუდენტური კვლევების და პროექტების ცენტრი ,,იდეა“-ს დირექტორ გიორგი შიხაშვილს, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თეიმურაზ ბერიძეს და ისრაელის ფირმა ,,ნეტაფიმ-საქართველოს’’ დირექტორს არონ გაგულაშვილს, საელჩოში უმასპინძლა.

ისრაელის საელჩო საქართველოში და ,,ნეტაფიმ-საქართველო’’ სტუდენტური სკოლის თანაორგანიზატორები იყვნენ. სტუმრებმა თსუ-დან ცენტრ ,,იდეის’’ ღონისძიებებში გაწეული დახმარებისა და შეტანილი წვლილისათვის ბატონ ელჩს და ბატონ არონ გაგულაშვილს მადლობის სიგელები გადასცეს. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო ერთობლივ გეგმებზეც ისაუბრეს.

centri4     centri3

 

centri2     centri1