Student Research And Project Centre “IDEA” “Term Student Team Projects”

მიმდინარე წლის 13 იანვარს სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს ოფისში (თსუ, მ/კ, აუდ.#1008) ჩატარდა სემესტრული სტუდენტური გუნდური პროექტების პრეზენტაცია.
პრეზენტაციაში მონაწილეობდა 5-7 სტუდენტისაგან შემდგარი 20-მდე საპროექტო გუნდი. პრეზენტაციას ხელმძღვანელობდა სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს დირექტორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებული პროფესორი გიორგი შიხაშვილი.
პროექტების პრეზენტაციას, გ.შიხაშვილთან ერთად, აფასებდა კომისია, რომლის წევრები იყვნენ წინასწარ დატრენინგებული ცენტრის მენეჯერები – ფაკულტეტის სტუდენტები: სალომე სალია, მარიამ მჭედლიშვილი, გვანცა კურატიშვილი, მთვარისა ქვრივიშვილი, გუგა ჯანვერდაშვილი, ნინო ფირალიშვილი, ტონი ძნელაძე და შოთა გაბადაძე.
პრეზენტაციამ შემოქმედებით და ინტერაქტიურ გარემოში ჩაიარა.
წარმოდგენილი პროექტების დიდმა ნაწილმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

სალომე სალია,
სტუდენტური კვლევებისადა
პროექტების ცენტრ „იდეა“-ს მენეჯერი.

 

 

Prezentaciebi