Student Center “IDEA” partnership with the Israel.

ისრაელის სახლის, ისრაელის ბიზნესპალატის, ისრაელის პარლამენტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სხვათა ორგანიზებით 2019 წლის პირველ მაისს, ისრაელის კვირეულის ფარგლებში რუსთაველის თეატრში გაიმართა ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილი საღამო.

აღნიშნული საღამო სამ ნაწილად წარიმართა. პირველი ნაწილი მიეძღვნა ისრაელელ და ქართველ მომხსენებლებს, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს ამ დღის მნიშვნელობაზე და უახლოეს წარსულზე. მეორე ნაწილში აჩვენეს ქართველ შინდლერებზე გადაღებული ფილმის ნაწილი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ებრაელი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში. ფილმში აღწერილი იყო ის რეალობა, რომელიც ებრაელმა ხალხმა გადაიტანა. საუბარი იყო ტექნოლოგიურ, მეცნიერულ, სამედიცინო მიღწევებზე და მათ როლზე მსოფლიო მასშტაბით, რომელსაც ებრაელმა ხალხმა მიაღწია. საღამოს დასკვნითი ნაწილი მიეძღვნა ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის შემოქმედებას, რომელიც სპეციალური პროგრამით წარსდგა მსმენელთა წინაშე.

საღამოს ესწრებოდნენ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტური ცენტრი ,,იდეას“ წევრები.

350b7ed0fe328e194b2d4a489d1f5b05